უცხოეთი
საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. FEMEN-ის აქტივისტი ქალების ევროპული ტურნე ვატიკანში გაგრძელდა. გაშიშვლებული ქალები პონტიფიკოსისგან მათთვის თავისუფლების მინიჭებას ითხოვდნენ. „შიშველმა უკრაინელებმა“ წუხანდელი ღამე ვატიკანის სპესცსამსახურების აგენტებთან გაატარეს, რომლებმაც ქალები იმ საძაგლობის გამო დააკავეს, რაც მათ რომის პაპის რეზიდენციის ფანჯრებთან მოაწყვეს.