დემონსტრანტები უკმაყოფილო იყვნენ ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივით (ფრანსუა ოლანდმა წამოაყენა კანონპროექტი, რომელიც საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზებას ახდენს და საშუალებას აძლევს ასეთ ოჯახებს, ბავშვები იშვილონ).
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები ლოზუნგებით, რომლებიც მშობლებს მოუწოდებდა, წინ აღუდგნენ ასეთ წესებს: „დედებო და მამებო, გამოვიდეთ ქუჩაში და დავიცვათ ქორწინება!“ „ყველა იბადება მამაკაცად ან ქალად!“ და სხვ.
ამასთან, მარშის მონაწილენი მოითხოვდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას, რადგან იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ფრანსუა ოლანდის დარწმუნებას, ხელი აეღო თავის გეგმაზე. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ, მართალია, დემონსტრანტებს აქვთ უფლება, თავიანთი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუძლის კანონპროექტის განხილვას.