საზოგადოება
რუსი ტურისტების ცხედრები ვოლგოდონსკში გადაასვენეს

1-alpinist-sazogaa2საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ყაზბეგში დაღუპული რუსი ტურისტების ცხედრები ვოლგოდონსკში გადაასვენეს. ანტისაგანგებო უწყების ფსიქოლოგები დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას აღმოუჩენენ.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, 10 იანვარს ყაზბეგის რაიონში მწვერვალზე ასვლისას ოთხი რუსი ალპინისტი დაიკარგა – ისინი ზვავმა დაიყოლა. ამინდისა და ხედვის არის გაუარესების გამო საძიებო-სამაშველო ოპერაცია იმ დღეს შეწყდა და 11 იანვრის დილას განახლდა. გადარჩენილი ტურისტი, 19 წლის მაქსიმ სტეპანოვი, სტეფანწმინდის საავადმყოფოში მოათავსეს. ამჟამად იგი ვოლგოდონსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფოში იმყოფება.

პარასკევს, 11 იანვარს, აღმოჩენილი დაღუპული ალპინისტების ცხედრები 12 იანვარს – ვლადიკავკაზში, გუშინ დილით კი ვოლგოდონსკში გადაასვენეს.