პოლიტიკა
საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში შეკრებილ სასულიერო პირებს და სრულიად საქართველოს ახალი 2013 წლის დადგომა შემდეგი სიტყვებით მიულოცა: „ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, გავაგრძელოთ ის სიყვარული, რაც ჩვენმა უწმიდესმა გვაჩუქა და ამ სიყვარულით უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავაწყნაროთ ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ სიყვარულით გავაგრძელოთ ცხოვრება“.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პირნათლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და მხოლოდ სიყვარულით დაიწყებს ქვეყნის აღმშენებლობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საზეიმო მიღებას, სასულიერო პირებთან ერთად, ასევე, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.