უცხოეთი
„არადა, წესიერი ადამიანი ჩანდა – მიტინგებზე დადიოდა, „ფუსი რაიოტს“ იცავდა, პუტინი სძულდა...“

1-anons-glavnსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საპროტესტო მოძრაობის ცნობილი აქტივისტის – ალექსეი კაბანოვის, მიერ თავისი მეუღლე – ბლოგერის მკვლელობაზე მსჯელობისას რუსი ბლოგერების ყველაზე გამორჩეული ფრაზაა: „არადა, წესიერი ადამიანი ჩანდა – მიტინგებზე დადიოდა, „ფუსი რაიოტს“ იცავდა, პუტინი სძულდა...“.

ცნობისათვის: „გამომძიებლებმა იპოვეს მრავალშვილიანი დედის – ირინა კაბანოვას, გვამი, რომელიც საახალწლო დღესასწაულებზე მეუღლესთან კამათის შემდეგ  მოსკოვის ჩრდილოეთით დაიკარგა“, – განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი სტუკალოვმა. „ქალის გვამი აღმოჩენილია პარასკევს საღამოს ავტომობილის საბარგო განყოფილებაში. ამჟამად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება“, –აუწყა სტუკალოვმა „ინტერფაქსს“ შაბათს, 12 იანვარს.

„შემოწმების ღონისძიებების გატარებისას გამომძიებლებმა დაათვალიერეს კაბანოვას ბინა, რის შემდეგაც მისი ქმრის მონაწილეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ავტომანქანის დათვალიერების შესახებ. დათვალიერებისას საბარგულში აღმოჩენილია ადამიანის სხეულის ფრაგმენტების ნაწილი“, – განაცხადა სტუკალოვმა. მისი თქმით, ქალის მეუღლემ, რომელიც დათვალიერებაში მონაწილეობდა, „გამომძიებლებს აცნობა მის მიერ ჩადენილი მკვლელობის და მეუღლის გვამის დანაწევრების შესახებ და განმარტა, რომ სხეულის ზოგიერთი ნაწილი უკვე გადამალა“.

ქალი სამ შვილს ზრდიდა. პოლიციის გარდა, 39 წლის მოსკოველს მოხალისეებიც ეძებდნენ.

სწორედ ამ ბლოგერებს – თეთრი ლენტით პუტინის წინააღმდეგ – ეყრდნობოდა პანფილოვი&კომპანიის ქართველი ბლოგერების მთელი დაკვეთილი რუსულენოვანი ბომონდი! სწორედ ეს ბლოგერები იყვნენ რუსეთში სააკაშვილის რეჟიმის „დიადი მიღწევების“ თავგამოდებული მომხრეები და პროპაგანდისტები! სწორედ ეს ბლოგერები აგრძელებენ ინტერნეტდივერსიებს როგორც რუსეთში – რფ-ის პრეზიდენტად არჩეული ვ. პუტინის წინააღმდეგ, ისე საქართველოში – ახალი პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილის წინააღმდეგ!

1-anons-nizhni