პოლიტიკა
საქართველოში მხილებულია ინტერნეტ-დივერსანტების მავნებლური ბანდა! საქინფორმის საგანგებო განცხადება

1-gla-qartღრმად პატივცემულო საქართველოს პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მთავარო პროკურორო და პარლამენტარებო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“!

მკითხველის ძალზე დიდი ინტერესის მიუხედავად, ჩვენ, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბოლო დრომდე არ ვაპირებდით განცხადებების გაკეთებას და, ძიების ინტერესებში, საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გასაჯაროებას.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ბატონმა დასავლეთელმა პოლიტიკოსებმა – ამერიკელმა სენატორებმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და სხვებმა – თქვენ, საქართველოს ახალი ხელისუფლება, პოლიტიკურ დაპატიმრებებში დაგადანაშაულეს;

– მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ რეპრესიებში დასდეს ბრალი, ხოლო 2012 წლის 19 დეკემბერს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის – ნიკა გვარამიას, დაკავების შემდეგ „დამოუკიდებელ მედიაზე“ თავდასხმაც დააბრალეს;

– მას შემდეგ, რაც 2013 წლის 7 ნოემბერს საშობაო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გაუსვა ხაზი, რომ „დადგა ჟამი საინფორმაციო ომის“;

– მას შემდეგ, რაც 2012 წლის 23 დეკემბრის  კონფერენციაზე „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონ №13-ში და, აგრეთვე, თავის საახალწლო მილოცვაში „ყველა ჩემს Facebook-მეგობარს!“ ვანო მერაბიშვილმა აღიარა, რომ ნაცები ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ბრძოლაში აქტიურად იყენებენ ინტერნეტს (სოციალურ ქსელებს Facebook-ს, LiveJournal-ს, პოპულარულ ფორუმებს, პროგრამა Skype-ს);

– მას შემდეგ, რაც 2012 წლის 18 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის გვერდზე Facebook-ში გამოჩნდა ვიდეო სახელწოდებით „თბილისი: ოპოზიცია და ბლოგოსფერო“, რომელიც „Кавказский узел“-მა Youtube-ზე დადო გაუგებარი ანოტაციით რუსულ ენაზე:

„16 დეკემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი შეხვდა რუსულენოვანი ბლოგერების კლუბს, იმ იმედით, რომ ისინი შეძლებენ ქართულენოვან  ელექტორატზე გავლენის მოხდენას“ (გაუგებარია, როგორ შეუძლიათ რუსულენოვან ბლოგერებს ქართულენოვან ელექტორატზე გავლენის მოხდენა?!);

ყოველივე ზემოჩამოთვლილის შემდეგ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ახალ ხელისუფლებას, საგანგებო განცხადებით:1-diver-1

2012 წლის 12 დეკემბერს საქინფორმის საგანგებო მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს იუწყებოდა, რომ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად (2011 წლის დეკემბრიდან – 2012 წლის დეკემბრამდე) საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გამოამჟღავნა რუსულენოვანი ინტერნეტ-დივერსანტების მავნებლური ჯგუფი, რომელიც რამდენიმე ათეული წევრის და სამი ორგანიზაციისაგან შედგება, მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის და შსს-ის ექს-ხელმძღვანელობის დავალებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს კურატორობით, ფინანსდებოდა ექს-მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან, მათ შორის – დახურული მუხლებიდან უშიშროების საბჭოს ხაზით.

ჟურნალისტური გამოძიების მასალები, მოკლედ აღწერილი 177 გვერდზე და 13 ფაილად ჩაწერილი CD-დისკზე, დოკუმენტურ ინფორმაციას შეიცავს კონკრეტული ადამიანების და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მეთოდურად უთხრიან ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მიზანმიმართულად მოქმედებენ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, მთავრობის, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, საპარლამენტო უმრავლესობის  და კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაშასადამე – ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აბსოლუტური უმრავლესობით აგირჩიათ.

ზემოხსენებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები ჩაბარებულია საქართველოს მთავარ პროკურატურაში – მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის, სახელზე 2012 წლის 1 ნოემბერს (№01/13 – 65928) და 2012 წლის 3 დეკემბერს (№ 01/13 – 78050), საქართველოს იუსტიციის სამინისტროში – იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე 2012 წლის 3 დეკემბერს (№ 01/78055).

2012 წლის 12 დეკემბრის საქინფორმის საგანგებო მიმართვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი, აგრეთვე, აღნიშნულია: „იმასთან დაკავშირებით, რომ საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიების ვრცელი მასალები უშუალოდ ეხება ბევრი ცნობილი  და მაღალი თანამდებობის პერსონის, მათ შორის – ყოფილი და დღეს მოქმედი ყველაზე მაღალი რანგისა და წოდების სახელმწიფო მოხელეთა ინტერესებს, დაბეჯითებით გთხოვთ თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოთ, რათა მასალები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება, უნებლიეთ ან საგანგებოდ არ მოხვდეს გამოსაძიებლად სამართალდამცავი სტრუქტურების არასათანადო დონის  არაკომპეტენტურ თანამშრომლებთან (მაგალითად, უბნის დატექტივის თანაშემწესთან), ან წინა ხელისუფლების, ნებით თუ იძულებით, ყველა უკანონო დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდნენ“. სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდა და ჩვენ არ გამოვრიცხავთ ინფორმაციის გაჟონვას, რასაც მომავალში შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს.

მიუხედავად ამისა, მთავარი პროკურორის და იუსტიციის მინისტრის სახელზე შეტანილი ზემოაღნიშნული განცხადებების საფუძველზე, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ფიგურირებენ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №002190412008 (ჯერჯერობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ზოგიერთი პირის მიმართ და მხოლოდ საქართველოს სსკ 151-ე მუხლის „ე“ პუნქტით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ამ „დროებით ხარვეზებს“ აღმოფხვრის).

ამის მიუხედავად, 2012 წლის 16 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმე №002190412008-ზე ძიების ქვეშ მყოფ ზოგიერთ პირს დემონსტრაციულად შეხვდა ყოფილი შს მინისტრი, „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც პარტიის ცენტრალურ ოფისში მათთან შემდგომი თანამშრომლობის გეგმები განიხილა და ახალი დივერსიული დავალებები მისცა, რომლებიც ახალარჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟსა და მავნებლობაზეა მიმართული.1-diver-2 რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი სიმართლე, კერძოდ: ახლა უკვე შეუძლებელია უარყოფა, რომ საქართველოში 2008 წლიდან აქტიურად მოქმედებს მავნებლების – რუსულენოვანი ინტერნეტ-დივერსანტების ბანდა, რომელიც რამდენიმე ათეული წევრის და სამი ორგანიზაციისაგან შედგება; მუშაობს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, შს ექს-მინისტრ მერაბიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით და ადრე ფინანსდებოდა ყოფილი პრემიერის – გილაურის ,მიერ, როგორც ნაღდი ფულით - კონვერტებში, სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრების შემდეგ, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან გადარიცხვებით: 40 მლნ, რომლითაც ყოველწლიურად ფინანსდებოდა რუსულენოვანი „ПИК“ - იდეოლოგიური იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, შექმნილი დასავლეთის სპეცსამსახურების დავალებით და ქართული სპეცსამსახურების ხელშეწყობით; 50 მლნ, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 2010, 2011 და 2012 წლებში დააფინანსა ეროვნული უშიშროების საბჭო, საიდანაც 16 მლნ უშიშროების საბჭოს მდივანმა ბოკერიამ საიდუმლო ოპერაციებზე მიმართა;  შსს-ის ხაზით, რადგანაც ბევრი მათგანი კუდ-ის შტატიანი ან შტატგარეშე თანამშრომლად იყო გაფორმებული, სათანადო მოწმობა ჰქონდა და რამოდენიმე პასპორტიც.1-diver-3

დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის №1112 ბრძანებულების შესაბამისად, პრეზიდენტის 10 მლნ სარეზერვო ფონდიდან 1 მლნ გრანტით „თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ იქნებიან დაფინანსებულნი. იქიდან 800 ათასი ბრძანებულების შემსრულებლებმა – პრეზიდენტის მრჩევლებმა – საქართველოს ეკონომიკის ექს-მინისტრმა ვერა ქობალიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ნინო კალანდაძემ – ცნობილ ნაციონალ-სოროსელს, „დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ (CIPDD) დირექტორ გია ნოდიას მისცეს, რომელიც ფულს ინტერნეტ-დივერსანტებს გაუნაწილებს, რადგანაც „რუსეთთან ომი არ დამთავრებულა – 2008 წლის აგვისტოში მხოლოდ მისი „ცხელი“ ფაზა დასრულდა და ახლა ის გრძელდება, მაგრამ არა ზარბაზნებით, არამედ იდეოლოგიურ ფრონტზე, მედიის საშუალებით“, – საჯაროდ აღიარა ბოკერიამ.

„იდეოლოგიური ფრონტის ბოევიკები“, რომელთა შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის 10 აგვისტოს აშშ-ის სახდეპისათვის გაგზავნილ საიდუმლო დეპეშაში №1353 წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, კარგად ჩანან ზემოხსენებულ ვიდეოზე ვანო მერაბიშვილთან ერთად: ესენი არიან რუსულენოვანი ბლოგერები, ტელეარხ „ПИК“-ის, „ექსპერტთა კლუბის“ და ინტერნეტ-პორტალი „Грузия Онлайн“-ის (apsny.ge) თანამშრომლები.

შეხედეთ, ვანო მერაბიშვილის და უმცირესობის „სახის“ – კობა ხაბაზის, მარჯვნივ პირველი დამსახურებულად ზის შავრაზმელი გოჩა გვარამია – აფხაზეთის მკვიდრი, „Грузия Online"-ის ხელმძღვანელი, ეგრეთ წოდებული ექსპერტთა კლუბის თანადამფუძნებელი, რომლის ყველა დამფუძნებელ-ხელმძღვანელი საბჭოთა აფხაზეთის „КГБ“-ის ოფიცრები არიან.

გვარამიას გვერდით – „ექსპერტთა კლუბის“ წევრი, „ПИК“-ის ყოფილი თანამშრომელი, რუსულენოვანი ბლოგერი ლიბერტარიანელი გიორგი წიკლაურია (geostringer) – აფხაზეთის მკვიდრი გაურკვეველი ორიენტაციის-წარმომავლობის, როგორც ე.წ. რუსულენოვანი ბლოგერების კლუბის წევრთა უმრავლესობა აფხაზეთის მკვიდრ გიორგი ჯახაიას (cyxymu) ხელმძღვანელობით, რომელიც ბოკერიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახადა (?!).

იქვე – რუსულენოვანი ბლოგერი გელა ვასაძე (gelavasadze), ოდესის მკვიდრი, რომელმაც განათლება რუსეთში, ყაზანის უნივერსიტეტში მიიღო (სადაც მისი ვაჟი – რფ-ის მოქალაქე ცხოვრობს). ვასაძე – კომპანია „ Связьинфо“-ის (რუსეთის ბანკის „Татинфрабанк“-ის შვილობილი სტრუქტურის) ყოფილი დირექტორია, აჭარაში „ვარდების რევოლუციის“ აქტიური მონაწილე, რომლის შემდეგ ცოტახანს ბათუმის ვიცე-მერი იყო. სიმართლე ითხოვს, აღვნიშნოთ, რომ დანარჩენ ავაზაკთა ჯგუფისგან განსხვავებით, ნოვოდვორსკაიას სტილში მოქადაგე „პოლიტოლოგი-კონფლიქტოლოგი-პუბლიცისტი-ექსპერტი“ დემაგოგი ვასაძე ერიდება უხამსობებს, კრიმინალს და იქცევა ზრდილობის საზღვრებში.

აკლიათ მხოლოდ მათი „დედიკო“ – პანფილოვი („მამიკოდ“ მერაბიშვილი ჰყავთ), განაპოლსკი, თავხელიძე, პაიჭაძე, თევზაძე, დარჩიაშვილი, რამიშვილი და მათი ფრენდი – საბერძნეთში საქართველოს მოქმედი კონსული, ნაც-პროპაგანდისტი და რუსოფობი  ნუკრი გოგიტიძე (განათლება მიიღო რუსეთში –  მოსკოვში, რფ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსტიტუტში) – შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პროკურორი, რომელიც, ასევე, გადის სისხლის სამართლის საქმეში №002190412008 (საქართველოს სსკ 151-ე მუხლის „ე“ პუნქტი), რაზეც საქინფორმი განმეორებით მიაქცევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ყურადღებას.

არა, რუსულ წარმომავლობაში, განათლებაში ან საბჭოთა პერიოდში სპეცსამსახურებში მუშაობაში სასირცხვილო არაფერია – საქინფორმი ამ ბიოგრაფიულ ფაქტებს მხოლოდ იმიტომ აღნიშნავს, რომ, სუბიექტები, რომლებიც ცხოვრების ასპარეზზე რუსეთისა და რუსული ენის წყალობით გავიდნენ, დღეს ყოველივე რუსულის შეურიგებელი მტრები გახდნენ, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ,  მეტიც – ამით ამაყობენ და თავხედობა ჰყოფნით, სხვები „პრორუსულობაში“ დაადანაშაულონ! ამისი მიზეზია – ბომჟის კომპლექსი: დაკარგეს რა ერთხელ თავისი სამშობლო, მასზე შურისძიება დაიწყეს, მაგრამ ახალი მაინც ვერ იპოვეს – მიუხედავად ყველა მცდელობისა, საქართველო მათი სამშობლო არ გახდა და ისინიც არ გახდნენ მენტალურად ქართველები, რასაც ნაციონალთა ალერსით დაღლილები მეტისმეტად გვიან მიხვდნენ...

ყველაფერი ქართული – ენა,  მამული, სარწმუნოება – მათთვის უცხო და სასაცილო ბგერებია. საგულისხმოა, რომ მავნებელ-დივერსანტებს შორის არ არის არცერთი პროფესიონალი ჟურნალისტი – მხოლოდ განაწყენებული პროვინციელი ხულიგანი-ბლოგერები, რომლებიც გინებითა და უცენზურო ლექსიკით გაჯერებული რუსული ჟარგონით სიტყვამრუშობენ – იმიტომ, რომ სახელმწიფო – ქართულ ენას ვერ ფლობენ! აი, ვინ დაიქირავა, ვისთან მუშაობს და ვის ხვდება ღიად პარტია „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რის გამოც მას ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ...

უიღბლოები და უვიცები, რომლებიც ამქვეყნად უკვე აღარავის სჭირდება, იძულებულნი არიან, გამუდმებით უმტკიცონ ნაც-დამსაქმებელს თავიანთი პოტენციური ქმედუნარიანობა, რის გამოც ყველაფერზე მიდიან: „ПИК“-ის სპონსორ ბორის ბერეზოვსკის მეშვეობით კომუნიკაცია ჩრდილოკავკასიური ბანდფორმირებების ლიდერებთანაც კი ჰქონდათ, რათა ყოველგვარი პროვოკაციითა და გენოციდის აღიარებით გაემწარებინათ მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიაში და ბარემ რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი კონფლიქტიც გამოეწვიათ! ისინი ამზადებდნენ პარტიზანულ ომს, რათა ერაყსა და ავღანეთში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად თანამდებობები და სახლები მიეღოთ თბილისში, ხოლო თუ გაუმართლებდათ – სოხუმსა და ცხინვალში, დღეს კი ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის დაწყებული მოგვარება ჩაშალონ და საქართველოს საბოლოო დაქუცმაცება გამოიწვიონ.

დღეს ტოლერანტობაზე და კოჰაბიტაციაზე მოლაპარაკე თავგამოდებული ქსენოფობები და მაკარტიზმის  მიმდევრები საქართველოში ეროვნებათაშორის და რელიგიათაშორის შუღლს აღვივებენ – სააკაშვილის და მერაბიშვილის დავალებით, სოციალური ქსელების LiveJournal-ის, Facebook-ის და მათთვის მისაწვდომი რუსულენოვანი რესურსების მეშვეობით პანიკას თესენ და საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ და ახალი მთავრობის შესახებ სიცრუეს ავრცელებენ, მათ შოვინისტებად წარმოაჩენენ და ამით ეროვნულ უმცირესობებს უპირისპირებენ ქართველებს, ქართულ ყაიდას და ქართულ ოცნებას!

მხურვალე ლიბერტარიანელები, ისინი ლაფში სვრიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და იწონებენ პატიმრების ცოცხებით გაუპატიურებას უკანა ტანიდან! სოციალურ ქსელებში და თავიანთ საიტებზე დღეს ისინი უმტკიცებენ რუსულენოვან მკითხველს, რომ ივანიშვილის გამო ქვეყანა უკვე კრიმინალის ტალღამ წალეკა, იმიტომ, რომ „პარლამენტის მეოცნებეებმა პრეზიდენტ სააკაშვილის ვეტოს წინააღმდეგ ამნისტია გამოუცხადეს და ციხეებიდან უშვებენ ათასობით საშიშ დამნაშავეს!“

ისინი Facebook-ში ვანო მერაბიშვილის გვერდის ადმინისტრატორები არიან, რომელიც მათ კონფიდენციალური ინფორმაციით ამარაგებს, მათ ხელი მიუწვდებოდათ შსს-ის მონაცემთა ბაზაში, ისინი გვითვალთვალებდნენ და ჩვენს საუბრებს უსმენდნენ, ისინი ტეხდნენ ჩვენს საფოსტო ყუთებს, გვერდებს სოციალურ ქსელებში და საიტებს (უკანასკნელად მერაბიშვილის ჰაკერებმა საქინფორმის საიტი 2013 წლის 3 და 7 იანვარს გატეხეს შსს-ის ყოფილი საიდუმლო ინტერნეტ-მოდულიდან), ისინი ჩვენს კომპიუტერებს ვირუსებით ანგრევდნენ და ჩვენს სახლებში Skype-ის მეშვეობით აღწევდნენ!

სწორედ მათ მერაბიშვილის საფარქვეშ დაგეგმეს და განახორციელეს საქინფორმის დევნა და მის მთავარ რედაქტორზე თავდასხმა, დღეს კი იმუქრებიან, რომ უკვე არა მხოლოდ არნო ხიდირბეგიშვილს „გადაასხამენ მჟავას და გაანადგურებენ“, არამედ „თავის ივანიშვილთან ერთად ააფეთქებენ“: სად ხართ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებებისთვის დასავლეთელო და ადგილობრივო „მებრძოლებო“?! თუ თქვენ მხოლოდ გაუპატიურებული ხალხის ტელევიზიას – „რუსთავი 2“-ს იცავთ?!

სწორედ შს მინისტრმა მერაბიშვილმა და იუსტიციის მინისტრმა ადეიშვილმა დაბლოკეს ამ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ობიექტური გამოძიების ჩატარება, ამიტომ საპატრულო ეკიპაჟი №77312 და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველო (გამომძიებელი მ. ჩიქობავა) ხელფეხშეკრული იყვნენ და ეშინოდათ, კანონის მიხედვით ემოქმედათ: „უცებ ნაციონალები რომ დაბრუნდნენ?!

დღეს დადგა დრო, განვაცხადოთ, რომ ბოროტმოქმედთა ქმედებებმა, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და სხვა სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები დაარღვიეს, ხელი შეუშალა საქართველოს პირველი საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობას 92-წლიანი ისტორიით (დაარსებულია 1921 წელს) და ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებას, სინამდვილეში არ იყო პირდაპირ დაკავშირებული 2012 წლის 5 მარტის მილოცვასთან ვ.ვ. პუტინისადმი, რომელშიც საქინფორმის მთავარი რედაქტორი მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდა და იმედს გამოთქვამდა, რომ სწორედ პუტინის მორიგი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მთავარი პრობლემები მოგვარდება!

დიახ, ეს მხოლოდ კარგად დაგეგმილი პროვოკაციის საბაბი იყო, ხოლო ნამდვილი მიზეზია – 2011 წლის 19 დეკემბრის სტატია „ვანო მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტები“, რომელიც საქინფორმის მამხილებელი პუბლიკაციების სერიაში პირველი გახდა, რომლის გამოც ინტერნეტ-დივერსანტებმა ვანოსგან სასტიკი საყვედური მიიღეს და რასაც სააგენტოს მთავარ რედაქტორთან გაფრთხილების ზარი მოჰყვა „Грузия Online“-ის ხელმძღვანელ გოჩა გვარამიასგან (ქურდს, როგორც ცნობილია, ქუდი ეწვის!). რამაც მაშინ ფრიად გაგვაოცა და  სიგნალი გახდა ჟურნალისტური გამოძიების დაწყებისთვის, რომელმაც დაამტკიცა, რომ რუსულენოვანი მავნებელი ინტერნეტ-დივერსანტები ვანო მერაბიშვილის დაკვეთით მუშაობენ.

სწორედ მასზე – თავიანთ პატრონზე, მუშაობას აგრძელებენ დღესაც, და არა მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ურთიერთსაუბრებში უკვე კარგა ხანია, ჩამოწერეს.

სწორედ მერაბიშვილი, მათი გეგმებით, უნდა დაბრუნდეს მალე პრემიერის სავარძელში, მერე კი საქართველოს პრეზიდენტი გახდეს, როგორც თავის დროზე საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა შს მინისტრი სარკოზი, რომელსაც ხმა, სომეხთა გენოციდის აღიარების სანაცვლოდ, სომხურმა დიასპორამ მისცა.

მერაბიშვილსაც სომხური დიასპორა უნდა დაეხმაროს – სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, კომპაქტურად დასახლებული სომხებით, მაშასადამე – რუსულენოვანი ელექტორატით, რომელზე ზემოქმედებისთვისაც სჭირდება მერაბიშვილს რუსულენოვანი ბლოგერები; რეგიონი, საიდანაც ის არის წარმოშობით (ადიგენის რაიონის სოფელი უდე), რომელმაც 1 ოქტომბერს ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა.

რევანშისტებმა უკვე შექმნეს ინტერნეტ-კითხვარი „საქართველოს პრეზიდენტად მე ვისურვებდი ვანო მერაბიშვილს, შენ?“ – და მას Facebook-ზე თავიანთი გვერდების საშუალებით ავრცელებენ. და შემთხვევით არ დევს მერაბიშვილის გვერდის ყდაზე Facebook-ში რაბათის ციხესიმაგრე ახალციხეში. ვანოჯმეიკერები მიანიშნებენ, რომ ეს რეგიონი – ვანოს ციხესიმაგრეა!

ქალბატონებო და ბატონებო!

ჩვენ, საქინფორმის ჟურნალისტებმა – საქართველოს ჭეშმარიტმა პატრიოტებმა და კანონმორჩილმა მოქალაქეებმა – ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალი სამშობლოს წინაშე მოვიხადეთ: ჟურნალისტური გამოძიება დასრულებულია, ინტერნეტ-დივერსანტების ბანდა – მხილებული, მისი მეთაურები – ლუსტრირებული, მასალები კი თქვენ გადმოგეცათ და ამიერიდან ეს თემა ჩვენთვის ამოწურულია, ამდენად – საინტერესო აღარ არის. ახლა თქვენი ჯერია, შეასრულოთ სამსახურებრივი მოვალეობა  – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და თქვენი, ახალი ხელისუფლების, ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოთ უფლებამოსილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგანიჭათ, და მავნებლები უვნებელყოთ. თუკი, რა თქმა უნდა, კინოფილმის, ყოველთვის საახალწლოდ რომ  გვიჩვენებენ, ერთ-ერთი მთავარი გმირის მსგავსად, არ გვინდა, გავცივდეთ და მოკვდეთ“...

დიახ, ქვეწარმავლის ერთი თავი – ტელეკომპანია „ПИК” – უკვე მოკვეთილია, მაგრამ არსებობს კიდევ ორი ასეთი თავი და რამდენიმე ათეული გამყიდველი გველის წიწილა. არ დაგავიწყდეთ, რომ „გველს თუ ცოცხალს დატოვებ, მოგიტრიალდება და გიკბენს, თან შხამის ორმაგ დოზას შეგიშხაპუნებს. გვერდით შემოტოვებული მტერი კი ნახევრად მკვდარ გველს ჰგავს, რომლის მორჩენასაც ცდილობენ“. და რომ 2013 – გველის წელია... ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ სასამართლომ ბატონ ბიძინას მთელი მისი უკანონოდ ჩამორთმეული მთელი ქონება დაუბრუნა, მაგრამ ამის შემდეგ მყისვე მოწინააღმდეგის ამნისტია-პატიების გამოცხადება არა მარტო არასწორად, არამედ PR-ის თვალსაზრისით კონტრპროდუქტიულადაც მიგვაჩნია – ქართველმა საზოგადოებამ ეს არ მოიწონა, ნახეთ რეაქცია იმავე Facebook-ში.

დასასრულ, გირჩევთ, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ერთი ვერსია, რომლის დასამტკიცებლად ჩვენი მოკრძალებული რესურსები საკმარისი არ არის, კერძოდ: მერაბიშვილს, პოლიციის წარმატებული რეფორმის გამო, რომელიც მოსკოვშიც კი აღიარეს, მთელი ამ წლების განმავლობაში აპიარებდნენ რუსეთის  უმსხვილესი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები – და, ამავე დროს, მერაბიშვილზე მუშაობას აგრძელებს რუსულენოვანი ბლოგერების ჯგუფი, რომლებმაც სკოლა რუსეთში გაიარეს: ეს არაფერს გეუბნებათ? სრული სურათის შესაქმნელად დაუმატეთ მერაბიშვილის კარგი საქმიანი კავშირები ქართულ დიასპორასთან მოსკოვში და კოლეგებთან – ერევანში. თანაც, მერაბიშვილი, რომელმაც ახალაია-ადეიშვილების „მაკომპრომეტირებელი ტვირთი“ მოიშორა, დღეს – „თეთრებშია“...

გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეშობას!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 14 იანვარი, თბილისი

P.S. აუცილებლობის შემთხვევაში, საქინფორმი იტოვებს უფლებას – დაიწყოს ჟურნალისტური გამოძიების მასალების სრული გამოქვეყნება.