უცხოეთი
უკრაინამ საქართველოს მელნიკოვის გადაცემაზე უარი განუცხადა

ukraina-ucxსაქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. უკრაინამ საქართველოს უარი განუცხადა საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის გადაცემაზე, რომელზეც სამშობლოში ძებნაა გამოცხადებული.

უკრაინის სასამართლომ დაასკვნა, რომ მელნიკოვის ექსტრადიციისთვის საკმარისი საფუძვლები არ არსებობს. ამავდროულად ცნობილია, რომ სასამართლომ შსს-ს ყოფილ თანაშრომელს პატიმრობის ვადა გაუზარდა.

შეგახსენებთ, რომ მელნიკოვი საქართველოს შსს კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მასზე, ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა ძალოვანზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პრესაში გამოითქვა ვარაუდი, რომ მელნიკოვი შესაძლოა საქართველოში დაკავებულ კიევის კომუნალური საკუთრების სამმართველოს ყოფილ უფროს ანატოლი ჩუბზე „გაცვალონ“, რომელსაც სამშობლოში თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დოკუმენტების დატაცებაში ადანაშაულებენ.