უცხოეთი
ობამას მრჩეველი მოსკოვში „გადატვირთვის“ სარეანიმაციოდ ჩავა

sovetnik-ucxსაქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის იანვარში მოსკოვს სპეციალური მისიით ეწვევა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში თომ დონილონი. ემისარმა მასპინძლებს უნდა გააცნოს ვაშინგტონის ხედვა მოსკოვთან მიმართებაში ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადის მანძილზე.

დონილონს რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს. შეხვედრაზე ემისარი გაახმოვანებს ობამას თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების „გადატვირთვა“ ჯერ კიდევ მოქმედებს, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებისა.

ობამას მრჩეველმა პუტინი უნდა დაარწმუნოს, რომ რუსეთმა და აშშ-მა რაც შეიძლება მეტი შეხების წერტილი უნდა იპოვონ და შეწყვიტონ ურთიერთობების გაუარესება. ასევე, დონილონი ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ვაშინგტონი პოსტსაბჭოთა სივრცეს თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა რიცხვს არ მიაკუთვნებს.

შეხვედრას, დონილონისა და პუტინის გარდა, დაესწრება მხოლოდ ორი ადამიანი: აშშ-ის ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი და რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.