უცხოეთი
გაეროს გენმდივანმა დაგმო ტერაქტების სერია პაკისტანში

gensek-ucxსაქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბენ კი მუნმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ტერაქტების გამო, რომლებიც ხუთშაბათს, 10 იანვარს, პაკისტანში განხორციელდა და მკაცრად დაგმო ისინი.

თავის განცხადებაში ბენ კი მუნმა პაკისტანის მთავრობისა და ხალხის მიმართ ღრმა თანაგრძნობა გამოთქვა. მან კვლავ დაადასტურა, რომ გაერო მტკიცედ უჭერს მხარს პაკისტანის მთავრობის ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლაში და იმედი გამოთქვა, რომ ძალადობის აქტში დამნაშავე პირებს მოკლე ხანში დააკავებენ.

ბოლო მონაცემებით, პაკისტანის ქალაქ კვეტაში ორმაგი ტერაქტის შედეგად 116 კაცი დაიღუპა. პირველი აფეთქება ქალაქში საბილიარდო კლუბის მახლობლად გაისმა, რამდენიმე წუთში კი, როცა შემთხვევის ადგილზე პოლიციელები, მაშველები და რეპორტიორები გამოცხადდნენ, მეორე აფეთქებაც მოხდა, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო რადიკალურმა სუნიტურმა დაჯგუფება „ლაშქარ-ე-ჯანგვიმ“.