სამართალი
რა კავშირი აქვს ბასაევის მკვლელობასთან რუსლან პაპასკირს

basaevi-samarTali3საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. თურქული მედია სტამბოლის ტერორიზმთან ბრძოლისა და დაზვერვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს შამილ ბასაევის მკვლელობის საქმეში საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი კავშირზე.

გამოცემის ინფორმაციით, პაპასკირმა ის სატვირთო ავტომობილი დანაღმა, რომლის აფეთქებასაც 2006 წელს ჩეჩენი საველე მეთაური ემსხვერპლა. რუსლან პაპასკირი თურქეთის სპეცსამსახურმა რამდენიმე თვის წინ ჩეჩენი დევნილების მკვლელობისთვის დააპატიმრა. მან ამ დანაშაულში მონაწილეობის აღიარების გარდა, სამართალდამცველებს ისიც უთხრა, რომ შამილ ბასაევი „დიდი რვიანის“ სამიტის დროს მოსკოვზე თავდასხმას გეგმავდა და ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურს მიაწოდა. ამის შემდეგ კი მან ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობის ბრძანება მიიღო. თურქული გამოცემის მიხედვით, პაპასკირი საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების ორმაგი აგენტია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო წლებში თურქეთის ტერიტორიაზე 12 სხვადასხვა პასპორტით 58-ჯერ გადავიდა.