სამართალი
სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

oqruaSv-samarTaaa3საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ  პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უკანონო შეიარაღებული ფორმირების საქმეზე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა.

პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულ იოსებ გიგუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინსაწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ, რომლის ოდენობა 10 000-10 000 ლარით განისაზღვრა.

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა ოქრუაშვილსა და გიგუაშვილთან მიმართებაში დააკმაყოფილა. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.

იოსებ გიგუაშვილი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა, ოქრუაშვილი კი ჯერ ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება, რადგან სისხლის სამართლის სხვა საქმეზე განხილვა მიმდინარეობს, რაზეც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.