პოლიტიკა
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის თანამდებობაზე თენგიზ გუნავა სამეგრელოში, გუბერნიაში, გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი საკრებულოს წევრებსა და რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელებს პირადად წარუდგინა.
შეხვედრაზე მიხეილ საკაშვილმა თენგიზ გუნავას დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში: „ამოიძირკვა ნარკოტიკები, წვრილმანი ქურდობები, ყაჩაღობები, სხვა დანაშაული, კონტრაბანდა. მე მას, ასევე, ვიცნობ როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს“. ქვეყნის პირველი პირის თქმით, პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში ის ადამიანები არიან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია, არ მოხდეს კრიმინალური, კორუმპირებული წარსულის დაბრუნება საქართველოში, როგორც ეს ახალი მთავრობის პირობებში ხდება.