უცხოეთი
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ორგანიზაცია „რუსეთის კომუნისტებმა“ პრეზიდენტ პუტინს მიმართეს მოთხოვნით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვას აშშ-ის ნაკრები. ორგანიზაციის წევრთა აზრით, ეს ნაბიჯი ადეკვატური პასუხი იქნება აშშ-ში მაგნისტსკის კანონის მიღებაზე. „მიგვაჩნია, რომ ამგვარ ნაბიჯს აშშ-ის მიმართ იმაზე დიდი პოლიტიკური ეფექტი ექნება, ვიდრე ანტიმაგნიტსკურ დიმა იაკოვლევის კანონს. ოლიმპიადა ფართო საერთაშორისო ღონისძიებაა და ამ ნაბიჯს შეუძლია მსოფლიო პოლიტიკური აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა“, – განაცხადა კომუნისტების ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელმა მაქსიმ სურაიკინმა.