აშშ-ში სასიკვდილო ეპიდემია მძვინვარებს
საქართველო, 10 იანვარი,
საქინფორმი. აშშ-ის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია გრიპის ძლიერმა ეპიდემიამ მოიცვა. დაავადების აფეთქება 41 შტატში დაფიქსირდა. ამასთან, მასაჩუსეტსის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ეპიდემიას უკვე 18 კაცი ემსხვერპლა. ბოსტონში დაავადების 700 შემთხვევაა გამოვლენილი.
ყოველწლიურად აშშ-ში გრიპით ავადდება ამერიკელების 5-20 პროცენტი, ხოლო ყოველ ვირუსულ სეზონზე დაავადების მსხვერპლი სამი ათასამდე კაცი ხდება.