უცხოეთი
სომხეთმა ევროკავშირის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო

armenia-ucxსაქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. სომხეთმა რესპუბლიკაში ჩამოსული ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ცალმხრივი წესით უვიზო რეჟიმი შემოიღო. დღეს, 10 იანვარს, ძალაში შევიდა მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება.

უვიზო რეჟიმი იმოქმედებს როგორც ევროკავშირის, ისე კიდევ ოთხი, შენგენის ზონაში არშემავალი, სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის. ესენია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები, ახალი წესების თანახმად, სომხეთში უვიზოდ ჩასვლას 90-დღიანი ვადით შეძლებენ. რესპუბლიკის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ევროკავშირმა, თავის მხრივ, გაამარტივა ვიზების მიღება სომხეთის მოქალაქეებისთვის.