საზოგადოება
იუბილესთან დაკავშირებით დღეს თბილისს ბულგარეთის, სერბეთისა და პოლონეთის საპატრიარქოს დელეგაციები ესტუმრნენ. სტუმრებს საქართველოს ეკლესიის, წმიდა სინოდის წევრები დახვდნენ. დღესვე იგეგმება მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველის ვიზიტი საქართველოში. სასულიერო პირები მონაწილეობას მიიღებენ სადღესასწაულო ღვთისმსახურებასა და საიუბილეო ღონისძიებებში.
„მიხარია, რომ ახლაც შევძელი ჩამოსვლა და პატრიარქის 80 წლისა და აღსაყდრების 35 წლის საიუბილეო დღეებში ვიღებ მონაწილეობას. თქვენი პატრიარქი დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნების ეკლესიების ურთიერთობისა და საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის. მინდა, მივულოცო მას იუბილე და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, – განაცხადა ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსმა კირილმა.