საზოგადოება
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შესაძლოა, მოსკოვს ესტუმრონ

oniCenko-sazoga2საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი, რფ-ის მთავარი სახელმწიფო სანიტარი, ექიმი გენადი ონიშჩენკო შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობას რფ-ის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდების საკითხებზე მოლაპარაკებებში.

„დაე, თავად განსაზღვრონ, ვინ ჩამოვა და ჩამოვიდნენ. მზად ვარ, მათ 20 იანვრამდე შევხვდე. თუ საქართველოს მთავრობა მოისურვებს, რომ ამ დელეგაციაში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც იყვნენ, საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, – განუცხადა ონიშჩენკომ სააგენტო „ინტერფაქსს“, – მზად ვართ, მათ იანვრის მეორე დეკადაშიც კი შევხვდეთ“.

ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ წელს უკვე შეხვდა ქართული ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს.

„ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შესულიყვნენ მეღვინეობის პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გასაკონტროლებლად სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი სტრუქტურების წარმომადგენლებიც. ეს მოლაპარაკებებს უფრო ეფექტიანს გახდიდა. ჩვენ შევძლებდით რაიმე ერთიანი პოზიციის შემუშავებას ინფორმაციის გაცვლისა და რფ-ის ბაზარზე შემოსული პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე“, – განაცხადა რფ-ის მთავარმა სანიტარმა.