აქტუალური
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. რუსი ალპინისტების 4-კაციანი ჯგუფი ყაზბეგის რაიონში ზვავის ქვეშ მოყვა.
ინციდენტი 10 იანვრის დილას მოხდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ალპინისტები 2 იანვრიდან მთის მწვერვალთან მდებარე ბანაკში იმყოფებოდნენ და ძირს დაშვებისას ზვავმა დაიყოლა. ერთ-ერთი მათგანი – მოზარდი გადარჩა და იგი ადგილობრივ საავადმყოფოში თითების მოყინვით გადაიყვანეს.მაშველები ჯგუფის დანარჩენი წევრების ძებნას აგრძელებენ, თუმცა საძიებო სამუშაოები ძლიერი თოვის გამო გართულებულია.
„რია-ნოვოსტის“ ცნობით, ტელეარხ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზვავქვეშ მოყოლილი სამი ალპინისტი დაიღუპა.