პოლიტიკა
ნიდერლანდები საქართველოში დემოკრატიის განვითარებას დააფინანსებს

bruyki-politikaa2საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ამსტერდამი საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშესაწყობად დამატებითი სახსრების გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ ჰოლანდიის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ტენ ბრუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად ჰოლანდიის პარლამენტი ქვეყნის შესახებ სრული წარმოდგენის შესაქმნელად საქართველოში სიტუაციის გაცნობას აპირებს. ევროკავშირი კი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სფეროსთვის 40 მლნ ევროს გრანტს გამოყოფს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძის განცხადებით, „სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ხელმძღვანელობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ მიმართულებას. ჩვენ ერთობლივად ვიწყებთ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას“.

პროგრამის მიზანი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდა და სოფლებში სიღარიბის შემცირებაა. აღნიშნული პროგრამა, ასევე, ხელს შეუწყობს მცირე საფერმერო ორგანიზაციების გაძლიერებასა და აჭარაში კერძო სექტორის განვითარებას.