ნაფიცი მსაჯულები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის, ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა. პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება: ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომლებზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს უკვე წარედგინა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს.