აქტუალური
ამ მონაკვეთზე ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია. ზვავის ჩამოწოლის საშიშროების თავიდან არიდების შემდგომ გზების გაწმენდის სამუშაოებს შეუდგებიან. გავრცელებული ცნობით, გზის ამ ნაწილში თავმოყრილია ბევრი ავტომანქანა, რომლებიც საქართველოს გავლით სომხეთიდან რუსეთისკენ მიემართებიან. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის არაგვისპირი-გუდაურისა და კობი-სტეფანწმინდას მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელი, ნახევრად მისაბმელი ავტომობილებისა და 30 კაცზე მეტი თავსებადობის ავტობუსების მოძრაობა. ტრანსპორტის დანარჩენი სახეობის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის მონაკვეთზე ნებადართულია, ხოლო კობი-სტეფანწმინდას მონავეთზე მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალური ჯაჭვების გამოყენებით.
რეგიონში ამ რეჟიმში გადაადგილება პოლიციის უშუალო კონტროლით ხორციელდება. ავტომაგისტრალის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.