დღეს დედამიწას ყველაზე სახიფათო ასტეროიდი გადაუფრენს
საქართველო, 9 იანვარი,
საქინფორმი. დღეს ჩვენს პლანეტას გადაუფრენს ასწლეულის ყველაზე საშიში ასტეროიდი Apophis, რომელსაც მეცნიერები ასწლეულის ყველაზე საშიშ კოსმოსურ საფრთხეს უწოდებენ. ასტეროიდი დედამიწას 14.46 მლნ კმ-ის მანძილზე მიუახლოვდება, რაც სამყაროს საზომით არც ისე ბევრია.
ნასას ცნობით, კოსმოსური სხეულის ზომა 300 მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ასტეროიდი 2029 და 2036 წელს დედამიწას სახიფათო 36 ათას კმ-ზე მიუახლოვდება და მაშინ ყველაფერი შესაძლოა, შეჯახებით დასრულდეს.
ასტეროიდის მოახლოებას სპეციალური ვიდეოკამერა დააფიქსირებს.