უცხოეთი
ტიმოშენკომ ღამე საშხაპეში გაათია

timoshenko-ucxსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა იულია ტიმოშენკომ, რომელიც ხარკოვის საავადმყოფოში მკურნალობის კურსის ჩასატარებალდ იმყოფება, ღამე საშხაპეში გაათია.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 8 იანვარს, ტიმოშენკომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია გამოაცხადა და თავის პალატაში დაბრუნებაზე უარი თქვა. მისი დამცველი სერგეი ვლასენკოს თქმით, ტიმოშენკო ადვოკატებთან შესახვედრად გათვალსიწინებულ ოთახში დარჩა, ღამით კი საშხაპეში გადაინაცვლა, სადაც ღამე გაათია. საავადმყოფოს პერსონალმა ექს-პრემიერს საბანი მისცა.