პოლიტიკა
პარლამენტში ორი საკონსტიტუციო ცვლილება განიხილება

sakonstituc-politika2საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის სპეციალური კომისიები პარლამენტში წარდგენილი ორი საკონსტიტუციო ცვლილების სახალხო განხილვას იწყებენ. საქმე ეხება ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და პარლამენტის ადგილსამყოფლად მხოლოდ ქუთაისის არსებობას. კომისიების პირველი სხდომა თბილისის იუსტიციის სახლში უნდა დაწყებულიყო.

დღეს არსებული ნორმები პრეზიდენტის ძალაუფლებასთან დაკავშირებით ქმნის გარკვეულად პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს, იმისათვის, რომ ასეთი კრიზისები არ იყოს, 2013 წლის ოქტომბრამდე ასეთი ცვლილება არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, არსი ცვლილებისა ისაა, რომ პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში პრეზიდენტს არ ჰქონდეს უფლება, ერთპიროვნულად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა და თუკი დაითხოვს ის პარლამენტს, ძველი მთავრობა ასრულებს მოვალეობას ახალი პარლამენტის არჩევამდე და ახალი მთავრობის დამტკიცებამდე. ეს იძლევა საშუალებას, დაბალანსდეს და გაწონასწორდეს როგორც საკანონმდებლო, ისე საპრეზიდენტო ხელისუფლება“, – განმარტა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.

მეორე ცვლილების შესახებ, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შესახებ ცვლილებას მხარდამჭერები უმცირესობაშიც ჰყავს.