სამართალი
შსს-მ ახალციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო

marixuanaსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. შსს-ის მიერ გავრცელებული ცნობით, შს სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქ. ახალციხეში ნარკოდანაშაულისთვის წარსულში არაეთგზის ნასამართლევი, 1958 წელს დაბადებული გრიგორ . დააკავეს.

სამართალდამცველებმა ქ. ახალციხეში, ზედგენიძის ქუჩაზე, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსო-ნაგებობის ჩხრეკის შედეგად 1,495 კგ ნარკოტიკული ნივთიერება – გამომშრალი მარიხუანა და 3 ცალი გამოსაყენებლად ვარგისი „KD“ ტიპის კაფსულ-დეტონატორი  ამოიღეს.

ექსპერტის დასკვნით, გრიგორ ა. დაკავების დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

საქმე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე  ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შს სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.