საზოგადოება
შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრირებას განაგრძობს

Semosavlebi-sazoga2საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საგადასახადო კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების საფუძველზე შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრირებას განაგრძობს. ცვლილებები, ძირითადად, ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციისკენაა მიმართული და სამართლიანი და ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის განხორციელდა.  
მივმართავთ  გადასახადის გადამხდელებს, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით, ამავე დროს, კიდევ ერთხელ და ცალსახად ვაცხადებთ:
განვაგრძობთ სამართლიან, ეფექტურ და აქტიურ  საგადასახადო ადმინისტრირებას.
არ არსებობს არცერთი სფერო და მიმართულება, რომელიც არ ექვემდებარება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს
“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შემოსავლების სამსახური განაგრძობს მკაცრ მონიტორინგს  მისი სამსახურების ქმედებებზე და, შესაბამისად, განიხილავს თითოეულ საჩივარს და გამორიცხავს გადასახადის  გადამხდელის  მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო  ღონისძიებას.
გარდა ამისა, გაუქმდა კერძო საგადასახადო ინსპექტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. 
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები სალარო აპარატების მომსახურებისთვის წელიწადში ორჯერ გადაიხდიან 30 ლარს, წინასწარ 60 ლარის ნაცვლად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები:
1
. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა 200 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 50 ლარით.

2. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან შემცირდა 200 ლარამდე;
3. სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას შესაძლებელია სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება;
4. სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას, პირი დაჯარიმდება ნაცვლად 1000 ლარისა, 500 ლარით;
5. საურავის ოდენობა 0, 07%-დან, შემცირდა 0,06%-მდე;
6. საქონლის წარდგენის/დეკლარირების ვადა ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მაქსიმალური ზღვარის –1500 ლარის ნაცვლად, ჯარიმა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 ლარის ნაცვლად – 50 ლარი;
7. კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან განთავისუფლების უფლება საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოსთან ერთად, მიენიჭა სასამართლოსაც;
8. ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების გამო, კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან განთავისუფლების უფლების გამოყენება არ იზღუდება;
9. დადგინდა და დამატებით დაზუსტდა ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო შემოწმებასა და საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე;
10. საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინება იწყება საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ;
11. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მიიღებს საქართველოს მტავრობა;
12. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა, გაიზარდა და გახდა 3 წელი;
13. მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა, მთავრობის დადგენილების ნაცვლად, განისაზღვრა კანონით;
14. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად, შესაძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელის ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა;
15. 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად ჩაითვალა და გადასახადის წყაროსთან დაიბეგრა 2006 და 2007 წლის საგადასახადო პერიოდებსი გამოქვითული და აუნაზღაურებელი პროცენტები. ხოლო, რაც შეეხება 2008-2010 წლებში გამოქვითულ პროცენტებს, გადანაწილდა და ანაზღაურებულად ჩაითვალა 2013-2015 წლებში;
16. თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან განთავისუფლებას ვადა 2014 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმის იმპორტს 2013 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდა.