საზოგადოება
საქართველოს შეიარაღებული ძალები საკონტრაქტო სამსახურზე გადასასვლელად ემზადება

jari-sazogaaa1საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი . საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2016 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავა, ხოლო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რიცხვი ეტაპობრივად შემცირდება.

„2016 წლისთვის გვაქვს სურვილი და ვგეგმავთ ისე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო სამსახურზე. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად შევამცირებთ სავალდებულო გაწვევის ვადებსაც და რაოდენობასაც“, – განაცხადა ალასანიამ.

მინისტრის განმარტებით, იანვრის ბოლოსთვის ცნობილი იქნება ვადებში გაწერილი ზუსტი ხედვა. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტრო კონსულტაციებს გაივლის  სამუშაო პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და ანალიტიკურ ცენტრებთან.