უცხოეთი
ბელარუსის გენკონსული რიო-დე-ჟანეიროში ბანაობისას დაიხრჩო

genkonsul-ucxსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ბელარუსის გენერალური კონსული რიო-დე-ჟანეიროში სერგეი გურევსკი ბრაზილიის მეგაპოლისის ერთ-ერთ პლაჟზე ბანაობისას დაიხრჩო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ინციდენტი კვირას პლაჟ „რეზერვაზე“ მოხდა, დიპლომატისა და კიდევ ერთი ქალბატონის დასახმარებლად, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მაშველები მივიდნენ. დიპლომატი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი ოდნავ მოგვიანებით დაიღუპა. უცნობია, დაზარალდა თუ არა მისი თანმხლები ქალბატონი. დაღუპული გურევსკის ცხედარს ერთი კვირის განმავლობაში სამშობლოში გადაასვენებენ.

„ინციდენტის დროს ტალღების სიმაღლე 1 მეტრს არ აჭარბებდა“, – განუცხადა ტელეარხ „G1 Rio“-ს ბრაზილიის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

ამასთან, ბრაზილიაში ბელარუსის საელჩოს საიტზე გურევსკის დაღუპვის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება.