უცხოეთი
კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტს ლიბიის ელჩის დაღუპვის თაობაზე ანგარიშის წარდგენამდე არ დატოვებს

klinton-2-ucxსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უწყების ხელმძღვანელი ჰილარი კლინტონი პოსტიდან მანამ არ წავა, სანამ სენატის წინაშე ბენღაზიში საკონსულოზე ისლამისტების თავდასხმის დეტალურ ანგარიშს არ წარადგენს, რომლის დროსაც აშშ-ის ელჩი ლიბიაში კრის სტივენსი დაიღუპა.

საგარეო პოლიტიკური უწყების უწინდელი მონაცემებით, დანაშაული ადგილობრვი მოსახლეობის ჯგუფმა ჩაიდინა, რომლებიც აღშფოთებული იყვნენ მოციქულ მუჰამედზე აშშ-ში გადაღებული ფილმით. მოგვიანებით კი ნათელი გახდა, რომ თავდასხმის უკან ფუნდამენტალისტების დაჯგუფება იდგა, რომელმაც საკონსულოს სათანადოდ დაუცველობის გარემოებით ისარგებლა.

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ სტივენსის სიკვდილი დემოკრატთა ადმინისტრაციის დაუდევრობის შედეგი იყო. საპასუხოდ კლინტონმა პასუხისმგებლობა იტვირთა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში არ ერევა.