„უკვე მოვამზადეთ სარჩელი, მთავარია, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და საკრებულოს სხდომის ჩატარება შეაჩეროს. მდგომარეობა კონტროლს აღარ ექვემდებარება. საკრებულო ყველაფერზე მიდის იმის გამო, რომ თავიანთი კანდიდატი გოჩა ჭანტურია გაიყვანონ, ამიტომ გადავწყვიტეთ, დღეს შიმშილობა დავიწყოთ. ამ დილით უკვე 4 მოშიმშილე დაჯდა, მათ კიდევ შეუერთდებიან სხვები. ამ აქციით, იმედი გვაქვს, ზემდგომი ორგანოები ყურადღებას მოგვაქცევენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა რაიონების „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები ჩამოვლენ და სოლიდარობას გამოგვიცხადებენ. ველოდებით, რომ მარტვილიც ჩამოვა და ერთად შევძლებთ სიმართლის დაცვას“, – აღნიშნა „გურიანიუსთან“ საუბრისას იურისტმა როლანდ შონიამ.
მოშიმშილეები საკრებულოში მესამე სართულზე იმყოფებიან. დაცვის სამსახურის თანამშრომლები მათთან არავის უშვებენ. უკვე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც.
აბაშელები დღეს ფართომასშტაბიანი აქციისთვისაც ემზადებიან.