საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ბიძინა გიორგობიანი 8 წელია საქართველოში არ იმყოფება. ის გერმანიაში, ბერლინში, ცხოვრობს. 2005 წლიდან მას ინტერპოლი ეძებს. გიორგობიანი პოლიტდევნილთა სიაშია. ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, მისი „პირველი განზრახვა სახლში დაბრუნებაა“. ის, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაბრუნდება თბილისში.
ადვოკატ ლალი აფციაურის განცადებით, რაკი პარლამენტმა აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, ამ სიაში უნდა მოხვდეს უკლებლივ ყველა, ვინც პოლიტდევნას განიცდის და მათი საქმის განხილვა უპირობოდ უნდა მოხდეს.
სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქართველოში შესაძლო დაბრუნების ფაქტზე კომენტარები პარლამენტარებმა მანანა კობახიძემ და ვახტანგ ხმალაძემ გააკეთეს. მათი თქმით, ბიწაძე პოლიტპატიმართა სიაშია შეყვანილი და პროკურატურამ დევნის პროცედურა უნდა შეწყვიტოს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა 2011 წელს შეუფარდა. მას ბრალად პოლიციის თავდასხმის ორგანიზება ედებოდა. ბიწაძემ საქართველო 2 წლის წინ დატოვა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე კიდევ 80-მდე ადამიანმა მიმართა.