პოლიტიკა
პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია დღეს ზუგდიდში იმართება

aqcia-zugdidshiსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საინფორმაციო პორტალ smo.ge-ს ცნობით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება განცხადება, რომლის თანახმადაც, ზუგდიდში დღეს, 13:00 საათზე, პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციას ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი და სამოქალაქო სექტორი გამართავს, სახელწოდებით „პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს“. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენი მიზანია, არ აღვასრულოთ რუსეთის პრეზიდენტის ოცნება, რადგან ეს მის ინტერესებში შედის და მოვუწოდებთ ყველა ზუგდიდელს, რომ მობრძანდეთ ამ აქციზე და წინ აღვუდგეთ ამდაგვარ ქმედებებს. აქცია ეწყობა სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის მიერ. დიდი მადლობა წინასწარ ყველას, ვინც მოვა ამ აქციაზე. გთხოვთ. თან იქონიოთ: პლაკატები, ლოზუნგები, დროშები. გაუმარჯოს დემოკრატიულ საქართველოს! ასევე, ყველას გილოცავთ შობას. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. აქცია გაიმართება ქალაქის ბულვარში საქართველოს დროშის ფორმის შადრევანთან“.