სამართალი
შსს-მ ალგეთში მკვლელობის ფაქტი გახსნა

algeTi-samarTali3საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, შსს-ის ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფ. ალგეთის მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული რამიკ . თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მის მიერ მოკლული დოვრუშოვების ოჯახის გადარჩენილი წევრის მოსაკლავად „ვალტერის“ პისტოლეტითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული მარნეულის საავადმყოფოში  მიდიოდა. რამიკ  ა.-ს განმარტებით, კონფლიქტი ოჯახებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოიქმნა.

დაკავებულმა, 2013 წლის 1 იანვარს, ცეცხლსასროლი  იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენებით, საკუთარი მეზობლები, დოვრუშოვების ოჯახის ორი წევრი მოკლა, მესამე კი დაჭრა. 1965 წელს დაბადებული რამიზ დოვრუშოვი  და მისი მეუღლე, 1966 წელს დაბადებული ჯავა ალიევა, შემთხვევის  ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ვაჟი, 1989 წელს დაბადებული ვალი დოვრუშოვი მარნეულის რაიონის საავადმყოფოში კრიტიკული მდგომარეობით მიიყვანეს. იგი დღემდე „ჯეოჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ  გარემოებაში)  მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აღიძრა, რაც 16-დან 20-წლამდე პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.