სამართალი
იტალიაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

italia-samarTali2საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. იტალიაში, ტოსკანაში, დააკავეს 24 წლის ქართველი ნათია თათარაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია 90 წლის იტალიელი ქალბატონის მკვლელობაში. თათარაშვილი 5 წლის განმავლობაში მოხუც ქალბატონთან მომვლელად მუშაობდა და ერთ-ერთი ვერსიით, იგი შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულამდე რამდენიმე ხნით ადრე გოგონამ, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თავის მოკვლა სცადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად თათარაშვილი ფლორენციის ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება მისი ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მან სამართალდამცველებთან ჩადენილი დანაშაული აღიარა.