აქტუალური
„პატრიოტები“ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებს

peticiaსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივმა მოძრაობა „პატრიოტებმა“ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოძრაობის წევრებმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს პეტიციის ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სააკაშვილი 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება!

პეტიციის ავტორთა განცხადებით, ისინი, ვინც სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადას ეჭვქვეშ აყენებს, სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებენ და უპატივცემულობას გამოხატავენ მოსახლეობის იმ ნაწილის მიმართ, ვინც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია.

აქედან გამომინარე, დავიწყეთ საქართველოს იმ მოქალაქეთა ხემოწერების შეგროვება, რომელთათვის კონსტიტუცია და კანონი არის უმთავრესი პრინციპი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის და რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სახელმწიფოს მეთარად ყოფნას მისი კონსტიტუციით დადგენილი ვადის ამოწურვამდე (2013 წლის ოქტომბერი)!“ – ნათქვამია პეტიციაში.

„პატრიოტები“თანამოაზრეებს მოუწოდებს, შუერთდნენ პეტიციას და  თავიანთი ვინაობა დააფიქსირონ კომენტარებში.

იქვე ნათქვამია, რომ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარე წლის 20 იანვარს დასრულდება.