ოქრუაშვილს ფულის გათეთრების ბრალდება მოეხსნა
საქართველო, 8 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ
ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ოქრუაშვილს ფულის გათეთრების ბრალდება მოეხსნა, თუმცა, მას კიდევ 3 ბრალდება აქვს – ჯეოსელის ეპიზოდი, ქრთამის აღება და სამსახურებრივი გულგრილობა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი
ზვიად კორძაძე ამ ბრალდებების გაუქმებასაც მოითხოვს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილში ირაკლი ოქრუაშვილმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, ხოლო საქართველოში იგი 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა, სადაც აეროპორტშივე დააკავეს.
ოქრუაშვილის ზემოაღნიშნული საქმის არსებითი განხილვა ხვალ, 9 იანვარს, 10.00 საათზე, განახლდება.