უცხოეთი
პუტინი შობას ქალთა მონასტერში შეხვდა

putin-rozhdestv-ucxსაქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქრისტეშობას სამება-გეორგიევსკის ქალთა მონასტერში შეხვდა, რომელიც კრასნოდარის მხარის ადლერის რაიონის სოფელ ლესნოეში მდებარეობს.

აღნიშნული მონასტერი 1999 წლის აგვისტოში დაარსდა – დაახლოებით, იმავე დროს, როცა ბორის ელცინმა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი, ვ. პუტინი ქვეყნის მომავალ ხელმძღვანელად ეხილა.

მიიჩნევა, რომ მონასტრის დამაარსებლები სამი – რუსი, უკრაინელი და ბელარუსი – მონაზონია.

ბოლო წლებია, ვ. პუტინი შობას ტრადიციულად  მოსკოვში არ ხვდება.