ბარდო: „პუტინმა ცხოველებისათვის საფრანგეთის ყველა პრეზიდენტზე მეტი გააკეთა“
საქართველო, 7 იანვარი,
საქინფორმი. ფრანგმა მსახიობმა
ბრიჯიტ ბარდომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა ცხოველთა დასაცავად საფრანგეთის ყველა პრეზიდენტზე მეტი გააკეთა. ბრიჯიტ ბარდომ, რომელიც ცნობილია ცხოველების დაცვის საკითხში თავისი აქტიური პოზიციით, ამასწინათ განაცხადა, რომ თუ საფრანგეთის ხელისუფლება უარს არ იტყვის ქალაქ ლიონის ცირკში, სავარაუდოდ, ტუბერკულოზით დაავადებული ორი სპილოს დაძინებაზე, რომელთა ბედი დღემდე გადაუწყვეტელია და სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს, მაშინ იგი რუსეთის ხელისუფლებას მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს.
„იგი ძალიან ჰუმანურ ადამიანად მიმაჩნია. ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ვთხოვ, იგი, პრინციპში, მთანხმდება. ცხოველთა დაცვისთვის კი მან ერთად აღებული საფრანგეთის ყველა პრეზიდენტზე მეტი გააკეთა“, – განაცხადა ბარდომ.