უცხოეთი
პუტინმა დეპარდიეს რუსეთის პასპორტი გადასცა

depardie-ucxსაქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში ჟერარ დეპარდიეს შეხვდა და მსახიობის შემოქმედებით გეგმებზე ესაუბრა. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურის პრემდივნის განცხადებით, ფრანგ მსახიობს რუსეთში სტუმრობისას რუსეთის პასპორტი გადაეცა. მისივე თქმით, სადილზე პუტინმა და დეპარდიემ პერსპექტივაში რუსეთის კინოდარბაზებში გრიგორი რასპუტინზე მხატვრული ფილმის გაშვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს, სადაც დეპარდიემ მთავარი როლი შეასრულა.

პუტინმა დეპარდიესთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ბრძანებულებას იანვრის პირველ რიცხვებში მოაწერა ხელი.

დეკემბერში დეპარდიემ უარი განაცხადა საფრანგეთის მოქალაქეობაზე მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მის ნაბიჯს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლასთან დაკავშირებით „უბადრუკი, ზიზღის მომგვრელი ნაბიჯი“ უწოდა.

მსახიობის თქმით კი, ბოლო 45 წლის განმავლობაში მან საფრანგეთში გადასახადების სახით 145 მლნ ევრო გადაიხადა და სახელმწიფოს წინაშე თავის ვალდებულებებზე უარი არასოდეს უთქვამს.