საქართველოს საგარეო ვალი – 13 მილიარდი დოლარი
საქართველო, 7 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 2012 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით
13 მლრდ აშშ დოლარი (21.7 მლრდ ლარი) შეადგინა.
ვალის ძირითად ნაწილს (თითქმის 32%) 4.2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით შეადგენს მთავრობის ვალდებულება, 651.8 მლნ აშშ დოლარი (5.0%) – ეროვნული ბანკის ვალია, 2.2 მლრდ აშშ დოლარი (17.0%) – საბანკო სექტორის, 3.1 მლრდ აშშ დოლარი (23.4%) – სხვა სექტორების, და 2.9 მლრდ აშშ დოლარი (22.6%) – კომპანიების ვალი. ამასთან, სააგენტო Trend-ის მონაცემებით, ვალის მხოლოდ 6 პროცენტია დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში.