სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური ცვლილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართეს
inaScili-samarTali2საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის 4 იანვარს „ობიექტივის“ ხელმძღვანელ ირმა ინაშვილის, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით თარხან-მოურავისა და ერთ-ერთი ლიდერის იოსებ მანჯავიძის წარმომადგენლებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. მათი მოთხოვნაა საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობა დაჩქარებული წესით მოხდეს. ადვოკატ ირმა ჭკადუას განმარტებით, ცვლილებები 2006 წლის 25 დეკემბერს შევიდა ძალაში და მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით გაეზარდა. იურისტი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის აპრილში უნდა ჩატარებულიყო.
საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილი ცვლილებებით, პრეზიდენტის არჩევნები საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კალენდარული წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. თუკი ეს ცვილებები საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად ცნო, მაშინ არჩევნები არა ოქტომბერში, არამედ 2013 წლის აპრილში გაიმართება.