პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ თანამოქალაქეებს შობა მიულოცა

somxebiსაქართველო,  7 იანვარი, საქინფორმი. 6 იანვარს სომხური სამოციქულო წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომეხ თანამოქალაქეებს შობა მიულოცა:

ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულებს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, გავიზიარო ის დიდი სიხარული, რაც შობისა და ნათლიღების უდიდეს დღესასწაულებზე გვეუფლება. საუკუნეების განმავლობაში ტკივილი და სიხარული ერთი ჰქონდა ჩვენს ხალხებს, ერთად ვუმკლავდებოდით ისტორიის ქარტეხილებს.

საქართველოს ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძურია, რომელსაც თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მასში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა შექმნეს. ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ამ მემკვიდრეობას როგორც საკაცობრიო კულტურის ნაწილს.

დიდია ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ქალაქების, განსაკუთრებით, თბილისისა და გორის აღმშენებლობის, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში და ამ როლს სათანადო შესწავლა და შეფასება ჯერ კიდევ სჭირდება.

კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ დიდ სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ!