აქტუალური
გია ხუხაშვილი: „ირმა ინაშვილი შეცდომაშია შეყვანილი“

xuxaSviliiსაქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ექსპერტი გია ხუხაშვილი მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის მიერ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ფიქრობს, რომ ირმა ინაშვილი შეცდომაში მიზანმიმართულად შეიყვანეს.

ეს ბრალდებები აბსურდულია, მედიასთან შეხება არ მაქვს და ვფიქრობ, ძალიან დიდი გაუგებრობაა. ქალბატონ ირმასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მას დღეს ვესაუბრე და ვთხოვე, ინფორმაცია ჩემთან გადაემოწმებინა, რადგან საერთოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა ობიექტივის ირგვლივ. შევეცადე, დამერწმუნებინა, რომ ეს დიდი გაუგებრობაა და ვიღაც, ვინც აწვდის ასეთ აბსურდულ ინფორმაციას, პირველ რიგში, ქალბატონ ირმას მტრობს. იგი შეცდომაშია შეყვანილი. მას ვესაუბრე და იმედი მაქვს, დამიჯერა, რომ იქ ერთი სიტყვა არ არის სიმართლე და ვიღაცა მიზანმიმართულად ატყუებს“, – განუცხადა ინტერნეტგამოცემა timer.ge-ს გია ხუხაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „ობიექტივის“ წინააღმდეგ  მიმართულ „შავ პიარში“ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი ექსპერტ გია ხუხაშვილს  ადანაშაულებს. „გულწრფელად გეტყვით, ძალზედ ვფრთხილობდი და ინფორმაციას მუდმივად (არა ერთ წყაროზე) ვამოწმებდი, ვიდრე გია ხუხაშვილს დავასახელებდი, მაგრამ დღეს ღიად ვამბობ: „ობიექტივის“ წინააღმდეგ მიმართული „შავი კამპანიის“ უკან სწორედ გია (ნოდარ) ხუხაშვილი იდგა და დგას! გია( ნოდარ) ხუხაშვილი, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ არაერთ საგაზეთო სტატიასა თუ ტელესიუჟეტს გაუწია ორგანიზება. ამის გამო მე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც კი მივმართე, რომ გამოიძიოს „ობიექტივის“ წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის საქმე და გამოავლინოს მისი რეალური ორგანიზატორები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.