აქტუალური
ცხელი წერტილიდან – ცხელ ქვიშაზე

sajaia-aqtualuri1საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ახალი წლის შეხვედრის შემდეგ დასასვენებლად დუბაიში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, დუბაიში პრეზიდენტს პარლამენტის დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ წიკლაური, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, გოგა ხაჩიძე, მარიამ საჯაია, ასევე, ალანა გაგლოევა, კობა ხაბაზი ახლდნენ. პრეზიდენტი ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სერჟანტის, გიორგი კიკაძის, დასაფლავებას სწორედ დუბაიში წასვლის გამო არ დასწრებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ, ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარმა მარიამ საჯაიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ავღანეთში მომსახურე ქართველ სამხედრო გოგონასთან ერთად გადაღებულ ფოტოს საკმაოდ ემოციური კომენტარი მიაწერა:
„ვამაყობ ისეთი ქართველი ქალით, როგორიცაა შორენა სოფრომაძე! ბედნიერი ვარ, რომ პირადად გავიცანი და მოვისმინე მისი ისტორია... მისმა ძმამ საქართველოს დროშის ფეხით გათელვას სიკვდილი ამჯობინა, სოფომ (როგორც მას ჯარისკაცები ეძახიან) კი ძმის გმირული სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა, მის ნაცვლად ემსახურა საქართველოსთვის: „მინდოდა გამეგო როგორი გრძნობაა, გეცვას სამხედრო ფორმა და გულზე გეწეროს – საქართველო, იყო რიგითი ჯარისკაცი და ემსახურებოდე ქვეყანას“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ავღანეთში თავისი ვიზიტი ახალ წლამდე ორი კვირით ადრე დაანონსა და თალიბებს პირდაპირ მისცა მინიშნება. ISAF-ის სტანდარტები თანახმად, მაღალი თანამდებობის პირის ცხელ წერტილში ვიზიტი მხოლოდ პოსტფაქტუმ ხდება ცნობილი. ავღანეთში ჩასვლით კი, უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას განცხადებით, თავისი ვაჟკაცობის დემონსტრირება სურდა, მაგრამ როგორი ვაჟკაციცაა და თვითმფრინავის ხმაზე რაც ემართება, ხომ კარგად ვნახეთ გორში“.

ამასთან, ეს იმ დროს, როცა 2013 წლის 5 იანვარს, უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან 5 წლისთავზე, ავლაბრის პრეზიდენტის სასახლესთან საზოგადოება  პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა 800 000-ზე მეტი ხელმოწერით.