უცხოეთი
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ჰიტლერული გერმანია ნიუ იორკის თავზე „ჭუჭყიანი ბომბის“ ჩამოგდებას გეგმავდა, რომელიც დაბალორბიტულ ბომბდამშენს უნდა გადაეტანა. ამის შესახებ The Express ავიაციის ისტორიკოს დევიდ მიჰრუზე დაყრდნობით წერს.
თავად მეცნიერის თქმით, პროექტი „ვერცხლისფერი ფრინველი“ ავსტრიელმა გამომგონებელმა ოიგენ ზენგერმა „ლუფტვაფეს“ ხელძღვანელ ჰერმან გერინგის შეკვეთით შეიმუშავა. გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლისთვის აუცილებელი იყო ჰიტლერის თვალში თავისი რეიტინგის გაზრდა.გერინგი მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების საშუალებას ეძებდა აშშ-თვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მას შემდეგ ჩაერთო, რაც 1941 წლის დეკემბერში იაპონიამ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორი დაბომბა. პრობლემა ის იყო, რომ იმ დროისათვის გერმანია ფლობდა თვითმფრინავებს, რომლებსაც ჰაერში საწვავით მომარაგების გარეშე ატლანტის ოკეანის გადაკვეთა და ბომბების ჩამოგდება არ შეეძლო.
ზენგერის პროექტის მიხედვით, „ვერცხლისფერი ფრინველი“ დაბალ კოსმოსურ ორბიტაზე სპეციალური მონორელსიდან უნდა გაეყვანათ. სასტარტო სიჩქარით ბომბდამშენი 36 სარაკეტო ძრავს უნდა უზურუნველეყო. სტარტიდან 30 წამის შემდეგ 100-ტონიანი ძრავა ხომალდს უნდა გამოცალკევებოდა. ბომბი, რომელსაც „ვერცხლისფერი ფრინველი“ ნიუ იორკის თავზე ჩამოაგდებდა, რადიოაქტიური ქვიშით უნდა ყოფილიყო დატენილი და მეგაპოლისის თავზე რადიოაქტიური ღრუბელი უნდა წარმოექმნა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ზენგერის პროექტი გერინგმა უგულებელყო და უპირატესობა სხვა ვარიანტებს მიანიჭა, რომელთაგან მესამე რაიხმა ვერცერთი ვერ განახორციელა.