უცხოეთი
უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ugo-chaves-ucxსაქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. როგორც ვენესუელას ინფორმაციის მინისტრმა ერნესტო ვიეგასმა განაცხადა, სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ გართულებები დაიწყო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მედია სპეკულირებს ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ნამდვილი ფსიქოლოგიური ომი აქვს  გაჩაღებული, რომლის მიზანიც ვენესუელაში სიტუაციის დესტაბილიზებაა.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს 58 წლის უგო ჩავესს ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთის მეოთხე ოპერაცია ჩაუტარდა. ვენესუელას ლიდერი კუბაში მკურნალობს.

ამავე დროს, ოპოზიციამ ვიცე-პრეზიდენტისა და ჩავესის სავარაუდო მემკვიდრის – ნიკოლას მადუროსგან, მოითხოვა სწორი ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფოს მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. თავად მადურომ კი მოქალაქეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი აუცილებლად ჩადგება მწყობრში.

10 იანვარს ჩავესის ინაუგურაციის ცერემონია უნდა გაიმართოს. იგი ახალი ვადით – 2019 წლამდე, პრეზიდენტად აირჩიეს. ჯერჯერობით ხელისუფლებას ცერემონიის გაუქმების თაობაზე არ განუცხადებია.