სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

narkot-samarTali2საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის გია . დააკავეს.

შსს-ის ცნობით, ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება  –  6,75 გრამი  „ჰეროინი“ აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა,  რომ  დაკავებული  ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.  გია ს.  სამართალდამცველებმა ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გაირკვა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.