რელიგია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 80 წლის იუბილესადმი

milocvaaaსაქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. როგორც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პრემიერი საქართველოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს იუბილეს ულოცავს:

თქვენო უწმინდესობავ,

გილოცავთ 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს.

განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში. თქვენი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერიაღმშენებლობის ასეთი მასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

თქვენი ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს.

როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო და სულიერი მამა, თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ ყველას, თქვენს სულიერ შვილებს.

გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“.