სამართალი
შსს-ის მაღალჩინოსნებმა ნარკოლოგიური ტესტი ჩაიტარეს

narko-samarTali-1საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრის ყველა მოადგილემ საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების  სამსახურის II განყოფილებაში ნარკოლოგიური ტესტი  ჩაიტარეს.

ტესტირებამ აჩვენა, რომ არცერთი მათგანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. მინისტრის ბრძანებით,  ასეთი შემოწმება სამინისტროს ყველა თანამშრომელმა  უნდა გაიაროს.

პირველი შემოწმება მე გავიარე. მე მივეცი მაგალითი ჩემს თაამშრომლებს. ჩემი მიზანია, სამინისტრო გაჯანსაღდეს მთლიანად, სამინიტროში დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენ ვებრძვით ნარკომანიას და ყოველგვარ მანკიერებას“, – განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა  მოუწოდა სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, ანალოგიური აქცია  თავიანთ უწყებებში ყველა მათგანმა ჩაატაროს, რასაც აუცილებლად მოჰყვება დადებითი შედეგი.