საზოგადოება
მომლოცველები ისრაელში ვეღარ ჩავლენ?

piligr-sazog-1relig1საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, 10 წლის განმავლობაში პირველი პრეცედენტია, როცა წელს საშობაოდ ისრაელში გასამგზავრებელ მომლოცველთა 46-კაციან სიაზე უარი მიიღეს.

ისრაელისგან უარი პილიგრიმთა გადაყვანის ორგანიზების ტურისტულმა კომპანიებმაც მიიღეს. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ისრაელის ეს ჟესტი შესაძლოა, საქართველოსთვის ერთგვარ პასუხადაც ჩაითვალოს პალესტინისათვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის გამო.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პილიგრიმთა ჯგუფს ვიზის გაცემაზე უარი ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უთხრა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შობას ქართველი პილიგრიმები ისრაელში ვერ ჩავლენ. უარი მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღეს.

„ნებისმიერ მომლოცველს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი საპატრიარქოში. ამ შემთხვევაშიც შედგა ჯგუფი. საპატრიარქომ სია გადაუგზავნა ისრაელს. მრავალი წელია ასე ხდება და არასდროს პრობლემა არ ყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უარი გვითხრეს“, – აცხადებენ საპატრიარქოს პრესსამსახურში.